21:06 - 09 Jul, 2026
|
2023-11-15 15:07:57, 804 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური - „სამხრეთ ოსეთიდან“ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის კონტრაბანდისთვის 4 პირი დავაკავეთ
დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „სამხრეთ ოსეთიდან" საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის კონტრაბანდისთვის 4 პირი დააკავეს. КГБ-ს მტკიცებით, კონტრაბანდისტებმა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში გააკეთეს „საწვავის საიდუმლო მიმღები და სატუმბი წერტილი“ და დაკავების დროს, 50 ტონამდე ნავთობს ტუმბავდნენ. "არააქტიური სამელიორაციო სისტემის ერთ-ერთი მილსადენის შიგნით მათ პლასტმასის მილი გაიყვანეს, რომელიც ზედაპირზე საქართველოში ამოდიოდა", - აცხადებენ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ცნობით, დაკავებულები ბრალს აღიარებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)