00:58 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 10:10:54, 792 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

"შაბათს ნეპალში მაშველებმა შიშველი ხელებით დაიწყეს დანგრეული სახლების ნანგრევების გაწმენდა და გადარჩენილების ძებნა. ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 157 ადამიანი შეეწირა", - წერს Reuters-ი.

შეგახსენებთ, ნეპალში მიწისძვრა 3 ნოემბერს მოხდა. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics