06:49 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 13:09:25, 569 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე აშშ-ის ახალ ელჩზე - დარწმუნებული ვარ, ის უხერხულობები, რაც არსებობდა, წარსულს ჩაბარდება

​დარწმუნებული ვარ, ის უხერხულობები, რაც არსებობდა, წარსულს ჩაბარდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩზე, რობინ დანიგანზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, აშშ-ს ელჩთან მომავალი თანამშრომლობა კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართება.

„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა ფორმატში წარიმართება - ის უხერხულობები, რაც არსებობდა, ჩაბარდება წარსულს, იმიტომ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე. ის გაურკვევლობები, რომლებიც განცხადებებისა და მოწოდებების სახით დაფიქსირდა, ძალიან მძიმე და ცუდი იყო. დარწმუნებული ვართ, ახალი ელჩის პირობებში ეს ურთიერთობები დალაგდება, რადგან საქართველო საიმედო პარტნიორი და ის ქვეყანაა, რომელიც ევროპისკენ მიისწრაფვის“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ევროპული ღირებულებები ძალიან ძვირფასია, რადგან ევროპა დაფუძნებულია მშვიდობაზე.

„ევროპული ღირებულებები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. რა არის ეს და რატომ გვინდა ევროპა? ის დაფუძნებულია მშვიდობაზე და იმ ქრისტიანულ საწყისებზე, რაც ასევე, ძვირფასია ჩვენთვის. ის, რომ ვამაყობთ ჩვენი კულტურით, ადათ-წესებით, წარსულით, ამ ყველაფრით ვართ ჩვენ საინტერესო ევროპისთვის“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics