06:06 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-29 10:27:42, 1352 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა შექმნეს ჰიბრიდული საჰაერო თავდაცვის სისტემები, - New York Times

უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა შექმნეს "ჰიბრიდული" საჰაერო თავდაცვის სისტემები, - New York Times

ამერიკელი ოფიციალური პირები ამ პროგრამას FrankenSAM-ს უწოდებენ. ის იძლევა თანამედროვე დასავლური კალიბრის საზენიტო რაკეტების გაშვების შესაძლებლობას მოდერნიზებული საბჭოთა გამშვები სადგურებიდან.

ერთი ვარიანტი აერთიანებს Buk-ის და Sea Sparrow-ის რაკეტებს, მეორეში აერთიანებს საბჭოთა რადარებს და Sidewinder-ის რაკეტებს. მათ ტესტირება ჩაუტარდათ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურში შემოდგომაზე შევლენ.

გამოცემა ასევე წერს, რომ ცივი ომის ეპოქის Hawk-ის სარაკეტო სისტემამ უკრაინაში ამ კვირაში დაიწყო მოქმედება.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ---- 1) უკრაინელთა საბჭოთა BUK M1-ის ტიპის საშუალო რადიუსზე მოქმედ  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან ამერიკული RIM-7 Sea Sparrow-ს ტიპის 17-19კმ-ზე მფრენი ნახევრად აქტიურ-რადიოლოკაციური დამიზნების მქონე  რაკეტების ინტეგრაციაზე. 

მე-2   ვარიანტი კი გულისხმობს ამერიკული AIM-9M  SIDEWINDER-ის ტიპის რაკეტებისა და  საბჭოთა რადარების ერთმანეთთან ინტეგრაციას- სავარაუდოდ, SIDEWINDER-ებისთვის ან ახალი გამშვები დანადგარი შეიქმნა, ან OSA-AKM/ STRELA-10-ის გამშვები დანადგარებიდან მოხდება მათი გასროლა ( სავარაუდოდ, მათი  მოქმედების რადიუსი 8-12 კმ იქნება). მათ ტესტირება უკვე წარმატებულად  ჩაუტარდათ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შემოდგომაზე გადაეცემათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics