06:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 10:49:31, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 50 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ცხედრები იდენტიფიცირებისთვის სამართალდამცავებსა და სამედიცინო ექსპერტებს გადაეცემა.

"ცხედრების გაცვლა განხორციელდა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მიერ და შესაძლებელი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სტრუქტურების სხვა წარმომადგენლების მონაწილეობით", - ნათქვამია სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 64 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics