|
2023-10-27 14:24:07, 797 ნახვა
საზოგადოება
გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“, სტივ ლაზარიდისის კურატორობით, უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, 18 ოქტომბერს მუზეუმმა ბენქსის საერთაშორისო გამოფენა - „ბენქსი: ლეგენდის დაბადება“, სტივ ლაზარიდისის კურატორობით გახსნა. გახსნის დღიდან სულ ერთი კვირა გავიდა, თუმცა, გამოფენა უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა იხილა. მუზეუმში გამოფენილია მსოფლიოში აღიარებული ლეგენდარული ბრიტანელი ქუჩის არტისტის ორიგინალი ნამუშევრები, ასევე, გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის მიერ გადაღებული ბენქსის და მისი შემოქმედების ექსკლუზიური ფოტო-ვიდეო მასალა. ნამუშევრების ერთიანობა დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ბექნსის გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლებამდე, გაიზიაროს სტივ ლაზარიდისის ხედვა და გახდეს ბენქსის ისტორიის ნაწილი. გამოფენა თბილისში 14 თებერვლამდე დარჩება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ. ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში დამთვარიელებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ქართველი ქუჩის მხატვრების - გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას, SICK ‘N TIRED-ის მიერ მუზეუმის კედლებზე შესრულებული ნამუშევრები. ქართველი არტისტების გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)