21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 13:54:46, 690 ნახვა

საზოგადოება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორ ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ორ ახალი, მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული სასწრაფო დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ალექსანდრე კუტიბაშვილის განცხადებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

წალენჯიხის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩიაც იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics