15:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 22:29:09, 689 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, ჯარისკაცები მზად არიან - ისრაელი გაიმარჯვებს

სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, ჯარისკაცები მზად არიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Times of Israel ავრცელებს.

გალანტის თქმით, ისრაელი „არ არის დაინტერესებული ომის გაფართოებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გაუმკლავდება მას“ და აუცილებლად გაიმარჯვებს.

„7 ოქტომბერს „ჰამასმა“ დაიწყო ომი, ომი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ, პატარა ბავშვების, ქალების, ჰოლოკოსტის შემდეგ გადარჩენილთა წინააღმდეგ. ეს არის მკვლელობის, გაუპატიურების, გატაცების, ძარცვის ომი. ეს არის ომი, რომელიც გამიზნულია ჩვენი შეკავებისა და ისრაელის მოქალაქეების ნების გასანადგურებლად, იცხოვრონ აქ. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. მე ვიცი ეს, რადგან ვნახე 7 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ. მშვიდობიანი მოქალაქეები იცავდნენ თავიანთ შვილებს ნებისმიერ ფასად და 24 საათის შემდეგ ჩვენ შეტევაზე გადავედით. ისრაელის ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში ხორციელდება ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვით… ბუნკერებსა და გვირაბებზე დარტყმით“, - განაცხადა გალანტმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics