07:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 16:15:16, 844 ნახვა

ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის საინვესტიციო პანელის მოდერატორი Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი მელინდა ქრეინი იქნება

საინვესტიციო პანელის ორ სესიას, რომლებიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, 27 ოქტომბერს, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართება, მოდერატორობას ტელეკომპანია Deutsche Welle-ს პოლიტიკური ანალიტიკოსი მელინდა ქრეინი გაუწევს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქრეინს ორ ათწლეულზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ღონისძიებების და დისკუსიების მოდერაციაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამინისტროებისა და კერძო კომპანიებისთვის. 15 წლის განმავლობაში იგი თანამშრომლობდა კომპანიებთან, რომლებიც მუშაობდნენ გარემოზე კლიმატის ზემოქმედებისა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე, მათ შორისაა UNFCCC, გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმი, IRENA, პოტსდამის ინსტიტუტი, P4G, R20 - ავსტრიის მსოფლიო სამიტი და სხვა.

"სესიების დასრულების შემდეგ გაიმართება ორმხრივი (B2B) შეხვედრები, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ექნებათ.

აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა და ყოველ ორ წელიწადში იმართება, ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას, მათ შორის, „შუა დერეფნის" ინიციატივაში. 2023 წლის ორდღიანი ფორუმი 26 სექტემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics