11:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 15:39:21, 869 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში - ყველაფრის მკადრებელია

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

„დაპირისპირება დიდი ხანია მიმდინარეობს. დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მელიას გამოაგდებდა ხაბეიშვილი. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დაასწრო. ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე, ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობაში“ დაპირისპირება ქვეყნისთვის საინტერესო არ არის.

„ვფიქრობ, არ უნდა იყოს საინტერესო რა და როგორ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო პროექტები განსახორციელებელი. ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ღირსეული პასუხი ჰქონდეს ჩვენი მხრიდან“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics