06:50 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 13:23:56, 793 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორის ან პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან, მაგისტრანტებთან და დოქტორანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა უმაღლესის სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის კურსდამთავრებულებს საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა კონკურსთან და სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითად საკონკურსო მოთხოვნებს და კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საკონკურსო განაცხადებს. ასევე ყურადღება გამახვილდა პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობებზე, სტაჟიორების საქმიანობასა და უფლებამოსილებაზე.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა თემასთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების მთავარ მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

იხილეთ ინფორმაცია სტაჟიორთა კონკურსის შესახებ ვრცლად: https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-prokuratura-prokuroris-an-gamomZieblis-uflebamosilebis-ganmaxorcielebel-staJiorTa-misaRe“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics