|
2023-10-18 14:29:56, 616 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ, 24 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 5 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო არჩეული 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროკურორი წევრი. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უწყდება უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს წევრს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას. საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის ღია და მისი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)