22:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 18:42:54, 715 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელშია

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელში ჩავიდა, მას აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა.

ისრაელში ყოფნისას შოლცი ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

"ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია დგას ისრაელის სახელმწიფოს გვერდით და მხარს უჭერს მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ბრძოლას", - განაცხადა კოენმა.

ცნობისთვის, ვიზიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი ბერლინში იორდანიის მეფე აბდულას შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კანცლერმა ირანი და "ჰეზბოლა" გააფრთხილა, ისრაელი-"ჰამასის" ომში არ ჩაერთონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics