|
2023-10-17 16:38:08, 1927 ნახვა
სამხედრო
ვაგრძელებთ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარებას - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ადგილობრივი წარმოებისა და სამხედრო მრეწველობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, დაახლოებით, 60-მდე „დელტას“ მიერ წარმოებული „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს და განმარტა, რომ 2019 წლამდე „დელტას“ მიერ წარმოებული არცერთი შეჯავშნული მანქანა თავდაცვის ძალებს არ გააჩნდა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს შეკვეთის ფარგლებში, შეიქმნა საშტაბო-სამეთაურო ჯავშანმანქანები, რომელიც შემდგომში სამინისტროს გადაეცემა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა „დელტას“ წარმადობის პროცესი და ამ ეტაპზე საწარმოს აქვს რესურსი, რომ თავდაცვის ძალებს მიაწოდოს 7000 ერთეული ჯავშანჟილეტი, ასევე 7000 ერთეული ჩაფხუტი, რაც სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებს და ასევე, იძლევა კომერციული პროექტების დაწყების შესაძლებლობასაც. მინისტრმა კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე - „დელტას“ ბაზაზე შექმნილი საწარმო „დელტა-ტექსტილზე“ ისაუბრა, სადაც ამ ეტაპზე, დაახლოებით, 500 თანამშრომელია დასაქმებული. „დელტა ტექსტილის“ საწარმო სრულად ამარაგებს თავდაცვის ძალებს იმ პროდუქციით, რასაც აქამდე ვყიდულობდით. ჩვენ, როდესაც ეს საწარმო შევიძინეთ, ჯერ ერთობლივი საწარმოს ფორმატში და შემდეგ სრულად გამოვისყიდეთ, საწარმოში მუშაობდა დაახლოებით 120 ადამიანი, ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ პროექტებზე, ჩვენ დავიტოვეთ კომერციული პროექტებიც და ასევე, სრულად ვაკმაყოფილებთ თავდაცვის ძალების მოთხოვნას, რისთვისაც ჩვენ დაგვჭირდა 500-ზე მეტი თანამშრომელი, სწორედ 500-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული ჩვენს საწარმოში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)