22:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 10:13:06, 851 ნახვა

მსოფლიო
„ჰამასი“ ისრაელიდან გატაცებული მძევლის ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ტყვედ 200-დან 250-მდე პირი ჰყავთ აყვანილი

ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზას სექტორში 200-დან 250-მდე ადამიანი ტყვედაა აყვანილი. აღნიშნული შესახებ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა.

უბაიდას თქმით, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია „ჰამასის“ მებრძოლებს არ აშინებს და ისინი მზად არიან ამისთვის.

გარდა ამისა, „ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მძევლადაა აყვანილი. ვიდეოში ახალგაზრდა ქალი აცხადებს, რომ ის 21 წლის მაია შემია შოჰამიდან, ისრაელიდან.

მაია შემის გატაცებას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის ძალებიც.

მათი განცხადებით, ისინი გატაცებული გოგონას ოჯახთან კავშირზე არიან.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ისლამისტური დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელს დაესხა თავს.  დაჯგუფების წევრებმა თავდასხმისას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ათობით პირი კი, ღაზას სექტორში გაიტაცეს.

გუშინ, 16 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 199 ადამიანი იმყოფება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics