23:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 12:30:14, 677 ნახვა

მსოფლიო
The Times of Israel - 17 ოქტომბერს ისრაელს ოლაფ შოლცი ეწვევა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 17 ოქტომბერს ისრაელს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

The Times of Israel-ის ცნობით, გერმანიის მთავრობის სპიკერს შოლცის გეგმებისა და დამატებითი დეტალების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გამოცემის ცნობითვე, გერმანიის კანცლერი ისრაელში რამდენიმე საათი დარჩება, შემდეგ კი ეგვიპტეში გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა.

12 ოქტომბერს, ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.

13 ოქტომბერს ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics