02:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 16:58:57, 1056 ნახვა

რეგიონი
ხიხანის ციხის ახალი ტურისტული ბილიკი მოგზაურების მისაღებად მზადაა

ხიხანის ციხემდე ასასვლელი ტურისტული ბილიკის მოწყობა დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე დამონტაჟებულია გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული ბილიკის კეთილმოწყობა ხიხანის ციხის დალაშქვრის გამარტივების მიზნით განახორციელა, რაც ციხეზე ასვლას ტურისტებისთვის უსაფრთხოსა და მიმზიდველს გახდის. ახალი ბილიკი პირველებმა  გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს.

ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში. ციხე უნიკალურია, როგორც თავისი ადგილმდებარეობით და იერსახით, ისე გარშემორტყმული ლანდშაფტით. ციხე განთავსებულია მთის ფერდობზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რელიეფზე, სადაც ახალი ბილიკის მოწყობამდე ასვლა მხოლოდ მთის აღმართში გაკვალული ბილიკით იყო შესაძლებელი.  დღეისთვის, კი მისი დალაშქვრა  უკვე ეკოლოგიური და გარემოსთან ადაპტირებული, უსაფრთხო ტურისტული ბილიკითაა შესაძლებელი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics