09:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 15:27:23, 607 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში 2 სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სახლების კაპიტალურ გამაგრებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები დ. ჭონქაძის ქ. N8-სა და შიო მღვიმელის ქ. N3-ში მიმდინარეობს. 

"სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ორივე შენობის ფასადს ჩაუტარდება. აღდგება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება აივნებსა და შუშაბანდს. მონოლითური რკინა-ბეტონით სახლების საძირკველი უკვე გამაგრდა, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე, ხოლო პერიმეტრზე მონოლითური რკინა-ბეტონის კოჭები მოეწყო. ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარების დამუშავება კი სპეციალური მასალით მოხდა. 

ორივე სახლში 16 ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობები რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაუმჯობესდება. 

სამუშაოების განხორციელებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში 717 885 ლარი დაიხარჯება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics