11:17 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 11:49:40, 750 ნახვა

საზოგადოება
თურქეთის ბავშვთა ომბუდსმენი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა

თურქეთის ომბუდსმენი ბავშვის უფლებების საკითხებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრში იმყოფებოდა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯალილე ოზლემ თუნჩაქს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, უწყების ხედვა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

"მხარეებმა, ამ კუთხით, დღეს არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს. 

ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის საქმიანობის შესახებ, სტუმრებს, დეტალური ინფორმაცია, ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელმა, ინდირა რობაქიძემ გააცნო.

დაწესებულებაში, ერთ სივრცეში, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე, ხორციელდება მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია. 

შეხვედრას თურქეთის დელეგაციასთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სოფიო კილაძე ესწრებოდნენ",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics