14:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 11:41:35, 685 ნახვა

საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილ ოჯახებს სახლები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს ახალი სახლების გასაღები დევნილთა, სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა და  შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა გადასცეს.

"ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფელ ძევერაში დევნილი ოჯახებისთვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში აშენდა და სრულად გარემონტდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. 

აღსანიშნავია რომ, ხუთ და მეტ სულიან დევნილ ოჯახებს, 9 ოქტომბრის ჩათვლით, კვლავ აქვთ  შესაძლებლობა სოფელ ძევერაში  სახლის მიღების მოთხოვნით განაცხადი გააკეთონ. 

პროექტი - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“  ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics