2023-10-04 12:12:33, 870 ნახვა
მსოფლიო
DW - გერმანია 6 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, არალეგალი მიგრანტების სწრაფ დეპორტაციაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
გერმანია საქართველოსთან, მოლდოვასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთსა და ყირგიზეთთან "მიგრაციული პარტნიორობის" შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
როგორც გერმანიის შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, "საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების 10%-ზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის".
"2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფრის მოთხოვნით 7 405 განცხადება შეიტანეს, მოლდოვას მოქალაქეებმა - 2 124. გარდა ამისა, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს თბილისისა და კიშინიოვის მთავრობებმა",- წერს Deutsche Welle.
ავტორი: ექსპრესნიუსი,