2023-09-29 18:47:13, 697 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პასუხი ორბანს - შეგახსენებთ, უკრაინას არ შეუცვლია თავისი საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
უკრაინის საგარეო უწყების თქმით, უკრაინას თავისი საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არ შეუცვლია.
"უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შეშფოთებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხით. შეგახსენებთ, რომ უკრაინას არ შეუცვლია თავისი საზღვრები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ომში მყოფ ქვეყანასთან, შეუძლებელია, სანამ ომი არ დასრულდება და არ ეცოდინებათ უკრაინის საზღვრები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,