|
2023-09-29 13:25:14, 573 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ბეატე ანდრეეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს,ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო. “ისაუბრეს ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურულ და ინსტიტუციურ განვითარებასა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის, მზადყოფნა გამოხატეს. შეხვედრას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონსულტანტი ეკატერინე ქარჩხაძეც ესწრებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)