|
2023-09-29 11:44:10, 655 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კიდევ შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 606 000-მდე ლარი დახარჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სანზონის დასახლებაში, N9 და N25 კორპუსებთან, ასევე, გვაზაურის ქუჩა N4-ის მიმდებარედ განახლებული მოედნები ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. „მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ამ მხრივ, ახალგაზრდების წახალისებას, რისთვისაც საჭიროა მეტი და მეტი მოწესრიგებული სპორტული სივრცე. სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ. კომბინირებულ მოედნებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)