00:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 17:38:51, 848 ნახვა

პოლიტიკა
Edison Research​ - მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 83% - NATO-ში

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის კვლევის თანახმად, რომელსაც ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს, მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.

შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მხარს ვუჭერ - 90%
  • ვეწინააღმდეგები - 10%

კვლევის თანახმადვე, მოსახლეობის 83% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

შეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს გაწევრიანებას NATO-ში, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მხარს ვუჭერ - 83%
  • ვეწინააღმდეგები - 17%

Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ჩაატარა.

საერთაშორისო კვლევითი კომპანია Edison Research-ის საველე სამუშაოები 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics