|
2023-09-27 12:38:28, 768 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ეროვნული ჯანდაცვის და ფარმაცევტულ ცენტრში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცენტრი ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანების კოორდინაციას, ასევე სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების, ფარმაცევტული ბაზრისა და აფთიაქების რეგულირებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს. |ცენტრის ექსპერტებმა, ზურაბ აზარაშვილს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს. ყურადღება გამახვილდა უნგრეთში არსებულ ფარმაცევტული რეგულაციებზე და ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა, ლაბორატორიულ დონეზე, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. შეხვედრაზე განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოს მონაწილეობას ბუდაპეშტში გამართულ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეშვიდე მინისტერიალში, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის ქვეყნებმა მიიღეს ბუდაპეშტის დეკლარაცია. დოკუმენტით ქვეყნები თანხმდებიან, პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსახლეობის დასაცავად, გაზარდონ პრევენციული და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები. შეხვედრას უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)