|
2023-09-27 10:48:37, 757 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, გორში დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ფორუმის ფარგლებში, 35-მდე კომპანიის 500-მდე ვაკანსია იყო წარმოდგენილი - საბანკო, ფარმაცევტული, სამეწარმეო, სასტუმრო, სარესტორნო და გაყიდვების მიმართულებით. „წელს პირველად, ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პროფესიული მასტერკლასებიც, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გასცნობოდა თექაზე მუშაობის, აქსესუარების დამზადებისა და ელექტროობის სისტემების ტექნიკებს. დღესვე, ფორუმის პარალელურად ადგილობრივი მეწარმეებისა და სტარტაპერების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასეთი ფორმატით დასაქმების ფორუმი წელს პირველად გაიმართა. აღსანიშნავია რომ ვინც ფორუმზე დასწრება ვერ მოახერხა, ფორუმზე წარმოდგენილი აქტიური ვაკანსიების გაცნობა შეუძლია დასაქმების სააგენტოს გორის სერვის ცენტრში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)