08:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 18:01:16, 725 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი - რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, ნატოსთან პირდაპირი კონფლიქტის გარდა

რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, გარდა ხმელეთზე პირდაპირი კონფლიქტის ნატოსთან, რომელიც ჰიტლერის ღერძის მსგავს ღიად ფაშისტურ ბლოკად იქცა, თუმცა უფრო დიდი ზომის მქონედ, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სოციალურ პლატფორმა "ტელეგრამზე" წერს.

მისივე თქმით, რუსეთისა და ნატოს დაპირისპირება კაცობრიობისთვის იმაზე ცუდ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ეს მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

"1. საკუთარ პარლამენტში, პრემიერი ტრუდოს მეთაურობით, კანადელების დაძმობილება ნაცისტებთან.

2. აბრამსის ტანკების NATO-ს არსენალიდან მიწოდება.

3. Army Tactical Missile System-ის შორი მანძილის რაკეტების კიევის ხელისუფლებისთვის გადაცემის დაპირება.

როგორც ჩანს, რუსეთს სულ უფრო მცირე არჩევანს უტოვებენ, გარდა ხმელეთზე პირდაპირი კონფლიქტის ნატოსთან, რომელიც ჰიტლერის ღერძის მსგავს ღიად ფაშისტურ ბლოკად იქცა, თუმცა უფრო დიდი ზომის მქონედ. ჩვენ მზად ვართ, თუმცა შედეგი მიღწეული იქნება კაცობრიობისთვის ბევრად დიდი ფასის სანაცვლოდ, ვიდრე ეს 1945 წელს იყო", - წერს მედვედევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics