21:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 15:12:40, 601 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურაში აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე მორიგი ტრენინგი ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების სასამართლოში განხილვის სპეციფიკის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარდგენის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ტექნიკის, ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობის აქტუალური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენინგი როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა.

„ტრენინგს  ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი და ამავე დეპარტამენტის პროკურორები უძღვებოდნენ.

საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგების ციკლი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება, რაც მიზნად სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერება და ამ მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ როგორც სასწავლო აქტივობებს, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics