|
2023-09-22 13:26:00, 617 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას განაგრძობს
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების არსებითი შემცირება გამოიწვია, სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის 95%-ზე მეტს ფარავს,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამართულ, მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა. აზარაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების შემცირებით, გაუმჯობესდა კლინიკური შედეგები, მათ შორის - ტუბერკულოზის, აივ/ინფექციისა და ვირუსული ჰეპატიტის მიმართულებით. ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები შეხვედრის მონაწილეებს - სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელ პირებს გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები, გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. „მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებთან ანგარიშსწორების ახალი მექანიზმების დანერგვას, ციფრული ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებას და ესენციურ მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ, არსებითად გაზარდა ასიგნებები ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ახალი მედიკამენტების უზრუნველსაყოფად. გაფართოვდა იშვიათი დაავადების პროგრამა, რათა შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტები უზრუნველყოფილი იყვნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატება დამოკიდებულია სამედიცინო დარგის კვალიფიციურ და მოტივირებულ თანამშრომლებზე. სახელმწიფომ მუშაობს სამედიცინო პერსონალის მოტივაციისა და კომპეტენციების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, პაციენტის მოვლის ხარისხზე აისახება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, ზურაბ აზარაშვილმა აქცენტები 2022 წელს მიღებულ, ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ადგენს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისა და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ წამლებსა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. „პანდემიის გამოცდილებიდან გამომდინარე, 2022 წელს, მთავრობამ დააინიციირა რეფორმების პაკეტი, რათა დაჩქარდეს პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის მოდელის ჩამოყალიბება. ეს მოდელი იქნება ყოვლისმომცველი და სრულად დააკმაყოფილებს მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრი, აშშ-ში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)