14:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 21:24:57, 1411 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - უკრაინული სამხედრო ოპერაციის შედეგად ათობით რუსი ოფიცერი ლიკვიდირებულია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში მდებარე საიდუმლო რუსულ ბაზაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Украинскaя правдa უკრაინის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დაზვერვის სამსახურმა ადგილობრივ საავტომობილო ქარხანაში შექმნილი, ოკუპანტების საიდუმლო ბაზა აღმოაჩინა, რის შემდეგაც განხორციელდა ოპერაცია.

ირკვევა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიჭრა რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის მეთაური, რომელიც ზაპოროჟიეს მიმართულებით იბრძოდა. დაშავებულთა შორისაა მათივე შტაბის უფროსიც.

გამოცემის ინფორმაციით, ოკუპანტების მეთაურების გარდა, დაშავდა რამდენიმე რუსი ოფიცერი - ათამდე კი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics