09:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 13:38:13, 1121 ნახვა

მსოფლიო
მთიანმა ყარაბაღმა მიიღო გადაწყვეტილება, ცეცხლის შეწყვეტისა და განიარაღების შესახებ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსი სამშვიდობოების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ნათქვამია არაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

„ორდღიანი ჯიუტი ბრძოლების განმავლობაში, არცახის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად იცავდნენ თავს ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით რამდენჯერმე აღმატებული მტრისგან და უდიდესი ზარალი მიაყენეს მას. სამწუხაროდ, დანაკარგები და დაჭრილები განიცადა არცახურმა მხარემ, ზოგიერთ რაიონში კი მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების საბრძოლო პოზიციებზე გარღვევა და რიგ სიმაღლეებზე და სტრატეგიულ საგზაო კვანძებზე კონტროლი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, ყარაბაღის არაღიარებული ხელისუფლება „მიიღეს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, იუწყება BBC-ის რუსული სამსახური.

საომარი მოქმედებები, რუსულ მხარესთან შეთანხმებით, 20 სექტემბერს 13:00 საათზე უნდა შეწყდეს.

განცხადებაში ასევე საუბარია ყარაბაღის არმიის სრულ განიარაღებაზე და არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე.

აზერბაიჯანულ მხარესთან „რეინტეგრაციის“ და მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილება 21 სექტემბერს ქალაქ ევლახში გამართულ შეხვედრაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics