11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 13:49:32, 980 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს: ვლადიმერ გავრილოვი, როსტისლავ ზამლინსკი, ანა მალიარი, დენის შარაპოვი. ასევე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში, ანდრეი შევჩენკო და მინისტრის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და გაციფროვნების საკითხებში ვიტალი დეინეგა.

მედიის ცნობითვე, გათავისუფლების შესახებ განცხადება ყველა მათგანმა თავდაცვის ახალი მინისტრის მოთხოვნის შემდეგ ნებაყოფლობით დაწერა.

ცნობისთვის, 5 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის გადადგომას მხარი დაუჭირა.

უკრაინის კანონდმებლობის მიხედვით, მინისტრის გადაყენების შემდეგ, თანამდებობები მისმა მოადგილეებმაც უნდა დატოვონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics