11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-17 18:24:41, 855 ნახვა

მსოფლიო
კადიროვი ამბობს, რომ ცოცხალია და ჯანმრთელი - თუმცა ვიდეო როდის ჩაიწერა ვერ დგინდება

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე დღეს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიცრუე უწოდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სიკვდილზე გავრცელებულ ცნობებს 

„ყველას, ვინც ვერ განასხვავებს სიმართლეს სიცრუისგან ინტერნეტში, კატეგორიულად ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე და დაალაგოს აზრები. წვიმა საოცრად გამამხნევებელია“, - ამბობს კადიროვი ვიდეოში, რომლის გადაღების დრო და ადგილი მითითებული არ არის.

ცნობისთვის, კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება.  ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამ არხი იმასაც იუწყებოდა, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა. 

უკრაინულმა გამოცემა Obozrevatel-მა ჩეჩნური დიასპორის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. გამოცემა წერდა, რომ ჩეჩნეთის მეთაური მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს, თუმცა იქ ვერ დაეხმარნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics