10:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 13:24:07, 741 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - სააკაშვილს როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა მედიასთან, ჰგონია სხვა ხელისუფლებაც იმავეს გააკეთებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მედიასთან საუბრისას, გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ მოქმედი ხელისუფლება გეგმავს რეპრესიებს მედიის მიმართ. 

კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, მოქმედი ხელისუფლება "იმავეს იკადრებს, რასაც თავად სჩადიოდნენ". 

„ყველა ადამიანი ისე ფიქრობს, რისი გამკეთებელიც თავად არის. აი, მაგალითად, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, რისი გამკეთებელიც იყო, ახლაც იმავეს ფიქრობს და საუბრობს. გვახსოვს, რით იყო დაკავებული - რეპრესიებით, განსხვავებული აზრის დევნით, პოლიტიკურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისა და მათ ოჯახებისთვის ჯოჯოხეთის მოწყობით. გვახსოვს, რამდენი ადამიანი იყო არაკანონიერად დაპატიმრებული და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მედიასთან. სააკაშვილი სწორედ იმას ფიქრობს, რომ სხვა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმავეს მკადრებლები არიან.  

ეს არის მათი უბედურება და ვერ ხვდებიან, რომ დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ამ ქვეყანაში მცხოვრებლებზე. ევროინტეგრაციის თვალსაზრისითაც, თუ რაიმე წარმატებას მიაღწია საქართველომ, ეს ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს და „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics