14:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 22:39:53, 1208 ნახვა

ეკონომიკა
სააკაშვილი - ივანიშვილი რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას აპირებს

ასეთი პოლიტიკის პირობებში, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ვინაიდან თუ საქართველო არ შეიცვალა, ევროკავშირს მოუხდება ყველა საკუთარ პრინციპზე უარის თქმა, რაც არავისთვის არ იქნება კარგი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, არეულობის პროვოცირებას, მასობრივ რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას.

"ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თან ეს მოხდეს სკანდალით, რათა პუტინმა მაქსიმალურად დააფასოს ეს ამბავი. ასეთი პოლიტიკის პირობებში, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს, ვინაიდან თუ საქართველო არ შეიცვალა, ევროკავშირს მოუხდება ყველა საკუთარ პრინციპზე უარის თქმა, რაც არავისთვის არ იქნება კარგი. ჩემი აზრით, ივანიშვილი აპირებს, უკვე წელს არეულობის პროვოცირებას, მასობრივ რეპრესიებს, ტელევიზიების დახურვას და მომავალი წლის არჩევნების ფორმალობად ქცევას", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics