|
2023-09-12 11:29:04, 798 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დიაბეტის მსოფლიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს, ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტის მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებული პროექტები გააცნო. "მხარეებმა პროგრამული სიახლეებიც განიხილეს. როგორ შეხვედრაზე აღინიშნა, უკვე მეორე წელია, სამინისტრო, ბენეფიციარებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორების (CGM) შესყიდვას უზრუნველყოფს. ასევე, გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. დიაბეტის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნაც გამოთქვეს. შეხვედრაზე, მხარეებმა, დიაბეტის მართვის გაიდლაინის შემუშავებაზეც ისაუბრეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ექიმების გადამზადებას, დაავადების მულტიდისციპლინური მართვის პრინციპების განხორციელებასა და ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა რგოლებს შორის ეფექტურ კოორდინაციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დიაბეტის მსოფლიო ფონდი, გლობალურად, დიაბეტის პროექტების დონორი ორგანიზაციაა, რომელიც საქმიანობას 119 ქვეყანაში ახორციელებს. პროექტის მიზანი დიაბეტის პრევენცია და მკურნალობის გაუმჯობესებაა",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)