11:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-10 15:50:12, 964 ნახვა

პოლიტიკა
ოდიშარია - მანამდე გვერდები არ აუდგეთ, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოახერხონ

მანამდე გვერდები არ აუდგეს არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების შესახებ "ლელო საქართველოსთვის" განცხადებას.

ოდიშარიას თქმით, მთავრობის მეთაურს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სახელმწიფოს ფინანსები არ გამოუყენებია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ყველაფერი კრისტალურად გამჭვირვალეა".

"ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ 9 წლის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ მავნებლურ პრაქტიკას, რომელიც სახელმწიფო სახსრებს იყენებდა პირადი სარგებლისთვის...  

პრემიერ-მინისტრის მიერ კომერციული მიზნით შესრულებული ეს რეისი არის არა ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ხარჯით, არამედ პირადი ხარჯით დაფინანსებული, რისი უფლებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი არის კრისტალურად გამჭვირვალე და აქედან "ხეირს ვერ ნახავთ" და კატას ვერ დაიჭერთ იმ ოთახში, სადაც ის არ არის... მანამდე გვერდები არ აუდგეს არცერთ მათგანს, იმპიჩმენტი მოახერხონ საქართველოს პრემიერ-მინისტრის",- განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

აღნიშნულის შემდეგ, პარტია "ლელოში" განაცხადეს, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა და აღნიშნა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics