06:34 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 16:13:48, 701 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება თანამდებობის პირებს წელიწადში ერთხელ აქვთ, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ თარიღს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ვალდებულება წარმოეშვება.

ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერის ჩარტერული რეისის ხარჯების შესახებ.

„როგორც იცით, დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები კანონით არიან ვალდებული, რომ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შესაბამისად, დაველოდოთ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინიტრს მოუწევს ვალდებულება, წარმოადგინოს დეკლარაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პირადი ხარჯების შესახებ წინასწარ ანონსირება და ამაზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ არის თანამდებობრივი ვალდებულება.

„რა იყო დასამალი? როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი? არ არის სწორი, იგივე რომ მოგთხოვოთ თქვენ. შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით თქვენ გესაუბროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics