09:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 15:12:30, 607 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - სამტრედიაში ბურთის ძეგლის დადგმასთან ჩემს ოჯახს და სამტრედიის მერიას კავშირი არ აქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამტრედიაში, ბურთის ფორმის ძეგლის დადგმასთან მის ოჯახს კავშირი არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჟურნალისტების კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი მამამისის, კარლო კალაძის საპატივსაცემოდ, თბილისის მერი პასუხობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და  არანაირი შეხება მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არ აქვს.

„ვის გჯერათ, რომ მამაჩემის საპატივსაცემოდ დადგეს ძეგლი? ეს არის კეთილი ადამიანების მიერ გადადგმული ნაბიჯი, სამტრედიაში მცხოვრები იმ ადამიანების, ვისაც უყვარს ფეხბურთი. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩემი ოჯახი, მამაჩემი და სამტრედიის მერია აღნიშნულ ფაქტთან კავშირში არაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics