08:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 10:25:31, 737 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები „ძლიერთა თამაშებისთვის“ ემზადებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი „ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus Games 2023) აქტიურად ემზადება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამხედროები წეროვანის მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ.
 
„ძლიერთა თამაშები“ წელს 7-17 სექტემბერს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართება და მასში საქართველო 20 პარა-სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. დაჭრილი სამხედროები, 22 ქვეყნის 500 დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, 2 გუნდურ და 6 ინდივიდუალურ სპორტის სახეობაში ისაპარეზებენ. ჯარისკაცები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გამოცდიან მშვილდოსნობაში, ცურვაში, ძალოსნობაში, მძლეოსნობაში, მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში და სავარჯიშო მოწყობილობაზე ნიჩბოსნობაში.
 
„ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან, გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინცი ჰარის პატრონაჟით, სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროების გუნდების მონაწილეობა ყოველთვის უმაღლესი სინჯის მედლებით ფასდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics