|
2023-09-01 17:45:17, 820 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - პრეზიდენტმა კონსტიტუციის უხეში დარღვევით გადადგა შესაბამისი ნაბიჯი, არ მომისმენია კვალიფიციური, სამართლებრივი ახსნა, რომ ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა
საქართველოს კონსტიტუციაში აბსოლუტურად ნათლად, ყოველგვარი ორაზროვნების და ინტერპრეტაციის გარეშე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ასეთი საგარეო ურთიერთობის წარმომადგენლობის დროს სჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა. პრეზიდენტმა პრაქტიკულად გამოტოვა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც საჭირო იყო და კონსტიტუციის უხეში დარღვევით გადადგა შესაბამისი ნაბიჯი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა. ოხანაშვილის თქმით, ეს იგივეა, როდესაც პარლამენტი ამნისტიას გამოსცემს, შეწყალების აქტიც გამოსცეს, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევა იქნება, ამიტომ, ყველამ უნდა გააცნობიეროს კონსტიტუციური ორგანოების მნიშვნელობა და არსი და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს. ანრი ოხანაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მას არ მოუსმენია კვალიფიციური, სამართლებრივი ახსნა, ვინ ამბობს, რომ ეს არ არის კონსტიტუციის დარღვევა. თუ ამას ვერ ხსნიან და ლოგიკურად ამას ახსნა ვერ ექნება, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. ეს არის პირველი ნაბიჯი. შეკითხვაზე, ხომ არ იხელმძღვანელა პრეზიდენტმა 78-ე მუხლით და ეს ხომ არ აძლევს მის ქმედებას გამართლების საფუძველს, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა: „მთავარ სამ სიტყვას ტოვებენ, ამბობენ, რომ ყველა უწყებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ხელი შეუწყონ, თუმცა მთავარია მიზანმიმართულად გამოტოვებული სამი სიტყვა - თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სწორედ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძლება წვლილი შეიტანოს შესაბამის პროცესში და შესაბამისმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა მათი უფლებამოსილებების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ქაოსს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ყველა უწყება, ისე რომ ერთმანეთის კომპეტენციაში ერეოდეს, არავინ არავის აზრს არ ეკითხებოდეს, სამართლებრივ პრინციპებს და წესებს არ იცავდნენ, ასე როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს ევროინტეგრაციას. პირიქით, ევროინტეგრაციას ხელი შეეწყობა პროცედურების დაცვით, ისე, რომ ყველამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია გვეუბნება, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)