16:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 14:18:44, 785 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე - არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს

თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენ კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენ კონსტიტუციას, არც სახელმწიფოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუციის დარღვევას არანაირი მოტივაცია არ ამართლებს.

"თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენ კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს არც ჩვენ კონსტიტუციას, არც სახელმწიფოს. რაც შეეხება ამ ვიზიტებს, ვფიქრობ, აქ სადავოც კი არაფერი არ არის, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ სხვა გამოხმაურებები, არავინ არ უარყოფს, რომ ეს არის აშკარა დარღვევა კონსტიტუციის და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. არის მცდელობები, რომ სხვადასხვა მოტივაციით გაამართლონ, არანაირი მოტივაცია კონსტიტუციის დარღვევას არ ამართლებს. ეს არის ყველაზე ძირეული საკითხი",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics