16:24 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 18:31:14, 834 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - როდესაც EU-ის კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გაამართლოს

სწორია სტატუსი რომ არ მოგვცესო - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი! მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე, თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და მედიასთან პრეზიდენტის შეხვედრიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ მიაჩნია, რომ სტატუსის არმოცემა შეცდომა იყო.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, მაშინ, როდესაც ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს გაამართლოს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, პრეზიდენტი იმ პოლიტიკოსების "რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად".

„სწორია სტატუსი რომ არ მოგვცესო - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი! მას თავგამოდებით იცავენ ომის პარტიის ქართველი წარმომადგენლები, მათი ტელემედიები და სვამენ კითხვას, მთავრობამ რატომ არ მისცა თანხმობა პრეზიდენტს, კანდიდატის სტატუსზე, თავისი პოზიცია ახლა უკვე ევროპაში, საქართველოს სახელით გაეხმოვანებინა! მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვან სფეროში, საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს, პრეზიდენტი ცდილობს გაამართლოს მისი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება! ის იმ პოლიტიკოსების რიტორიკას იმეორებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სტატუსის მიღების საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის არჩევანის პრორუსულად მოსანათლად! ამ ყველაფერთან ერთად, პრეზიდენტი უხეშად, უდავოდ და მიზანმიმართულად არღვევს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას! ამ და სხვა წინაღობების, ანტიქართული და ფსევდოდასავლური მავნებლობების მიუხედავად, საქართველო გააგრძელებს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრობისკენ სვლას!“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics