|
2015-02-10 11:56:51, 1646 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმი“ გრანდიოზული გათამაშების სუპერფინალთან დაკავშირებით, სპეციალურ კამპანიას იწყებს
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ გრანდიოზული გათამაშების სუპერფინალთან დაკავშირებით სპეციალურ კამპანიას იწყებს. დღეიდან, მხოლოდ 3 დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე „ტექნო ბუმის“ ყველა მაღაზიაში წინასაფინალო ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები გელით. მხოლოდ 3 დღე, ქსელში წარმოდგენილ ყველა ბრენდისა და დასახელების ტექნიკაზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ, ხოლო საჩუქრად გათამაშების ბილეთი გადმოგეცემათ, რომლის ფინალი 14 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში 21:45 საათზე გაიმართება. „გამოიყენეთ ბოლო შანსი, რომ ნახევარი მილიონი ლარით გამდიდრდეთ ან მოიგოთ ოროთახიანი ბინა თბილისში და Mercedes Benz-ის უახლესი მოდელი. თქვენ კიდევ 3 დღე დაგრჩათ იმისთვის, რომ გაზარდოთ მოგების შანსი და გახდეთ ის იღბლიანი, რომელსაც „ტექნო ბუმი“ გაამდიდრებს. ამ დროისთვის „ტექნო ბუმის“ ყველა მაღაზიაში წინასაფინალო და საზეიმო განწყობაა. ასე რომ იჩქარეთ და იაქტიურეთ, შეიძინეთ ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში და მოიგეთ სუპერპრიზები“, -აცხადებენ კომპანიაში. „ტექნო ბუმის“ გრანდიოზული ფასდაკლება, 0%-იანი განვადებით სარგებლობა და უპრეცედენტო გათამაშებაში ჩართვა თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკშია შესაძლებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)