09:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 02:31:44, 630 ნახვა

საზოგადოება
რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან

რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ. 

საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი.   ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში  მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია.

შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყერული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს.  საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

სააგენტომ სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინა თითოეული მათგანის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში.   ამ დროისთვის საჯარო რეესტრის ყველა ამზომველი (მთელი ქვეყნის მასშტაბით) იმყოფება მათთვის უსაფრთხო გარემოში.

შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ამზომველები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებენ საამზომველო სამუშაოებს, მათ შორის რაჭაშიც.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics