02:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 19:26:53, 1389 ნახვა

ომი უკრაინაში
სენატორი ლინდსი გრემი - უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატოზე თავდასხმა იქნება

„რესპუბლიკელმა“ სენატორი ლინდსი გრემი დიმიტრი მედვედევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსეთმა ბირთვულ იარაღს შეიძლება მიმართოს, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული აღმოჩნდება.

როგორც სენატორი აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ნატოზე თავდასხმა იქნება.

„ჩემს რუს მეგობრებს, რომლებიც საუბრობენ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს იქნება თავდასხმა ნატოზე, უკრაინის ნატოს ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით. დროა გამოფხიზლდეთ, გააცნობიეროთ, რომ თქვენი ბარბაროსული შეჭრა უკრაინაში არ მუშაობს, გაიყვანეთ [ჯარები] და გადაარჩინე ბევრი რუსი ახალგაზრდა უაზრო სიკვდილისგან“, - აღნიშნა სენატორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics