|
2023-07-31 15:59:29, 611 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა მანჯგალაძის განცხადებაზე - მათ დნმ-ში დევს, რომ ვიღაცას უნდა ემსახურონ
როდესაც ვაშაძის პარტიაში ხარ, იქ ყოველთვის ბატონი უნდა ეძებო იმიტომ, რომ ამ კაცს ისე არ შეუძლია, ხან ერთ ბატონთან მსახურობდა, ხან მეორესთან ხან მესამესთან - ახლა ისევ დაუბრუნდა პირველ ბატონს, მაგრამ იქ "ხაბე" დახვდა. ჩამოყალიბდებიან, რომელი მოემსახურება უფრო კარგად ბატონს. მათი ბატონია ქაოსი, არეულობა, პირადი ინტერესები, პოპულიზმი - ვინც დააფინანსებს, იმათი არიან, უპრინციპოების გაერთიანებაა, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ირაკლი ზარქუას თქმით, მას არ გაკვირვებია მანჯგალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ "ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს, ვინაიდან შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა". როგორც მან აღნიშნა, "მანჯგალაძეს წამოსცდა ის, რაც რადიკალური ოპოზიციის დნმ-ში დევს, ვინაიდან ვიღაცის მსახურების გარეშე ყოფნა ვერ წარმოუდგენიათ". ზარქუამ აღნიშნა ისიც, რომ საქართველო არც ერთ ბატონს არ უნდა ემსახუროს - ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი კი, ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში მყოფი სახელმწიფოები იქნებიან. "მე არ გამკვირვებია [მანჯგალაძის განცხადება]. რასაც ფიქრობენ, რაც მათში დევს, ის აღმოხდა ამ ადამიანს, თორემ, მეორედ რომ დააყენო, მაგას კი არ იტყვის იმიტომ, რომ მიხვდა, შეცდომა მოუვიდა. თუმცა, ეს შეცდომა კი არ იყო, ეს ის არის, რაც მათ დნმ-ში დევს, რომ ვიღაცას უნდა ემსახურო - მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს დალოცვილი ქვეყანა თავისი კულტურით, ხალხით, რესურსებით, შესაძლებელია იყოს დამოუკიდებელი და თავისი ინტერესებით იხელმძღვანელოს, ამიტომაც ამბობს, ერთ ბატონს თუ მეორე ბატონსო. პაატა, ძმაო, ჩვენი ქვეყანა არც ერთ ბატონს არ უნდა ემსახუროს, ჩვენი ქვეყანა უნდა ემსახუროს საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს, ამას ვაკეთებთ რაც ხელისუფლებაში მოვედით. ბევრი გავანაწყენეთ დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, მაგრამ წინ მივიწევთ იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესები არის ჩვენთვის უზენაესი. ამ ინტერესებში ვინც დაემთხვევა, ის იქნება ჩვენი პარტნიორი, მეგობარი და არა პარტიული სულისკვეთებით რომ არიან ხოლმე გამსჭვალული ამა თუ იმ სახელმწიფოს ლიდერები. ასეთს არ მივიღებთ და ასეთს არ მიიღებს საქართველოს მოსახლეობა, კმარა, ჩვენ დავიცავთ საქართველოს ინტერესებს, ასე ვმოქმედებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც, იმიტომ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)