22:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-29 12:35:47, 1152 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსულ კომპანიებს, რომლებიც ომის პროპაგანდას ავრცელებდნენ, სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭომ იმ რუსულ კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, სანქციები დაუწესა. საუბარია 5 კომპანიასა და 7 ფიზიკურ პირზე.

ხსენებული პირები პასუხისმგებელნი იყვნენ საინფორმაციო მანიპულაციურ კამპანიაზე სახელწოდებით RRN, Recent Reliable News - (ბოლო სანდო ამბები). კამპანია მოიცავდა პრორუსული პროპაგანდის გავრცელებას ყალბი ვებსაიტებისა და სოციალური მედიის ანგარიშების მეშვეობით, რომლებიც ევროპული სახელმწიფოების ცნობილი მედიების და სამთავრობო პორტალების იმიტაციას ახორციელებდნენ.

"ეს კოორდინირებული და მიზანმიმართული საინფორმაციო მანიპულაციები არის რუსეთის უფრო ფართო ჰიბრიდული კამპანიის ნაწილი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში.

სანქციები შეეხო რუსული სამხედრო დაზვერვის კომპანია Inforos-ს, რომელიც 270-ზე მეტ ყალბ პრორუსულ პროპაგანდისტულ ვებგვერდს აკონტროლებს, ასევე შავ სიაში მისი სამი დამფუძნებელი მოხვდა. სანქციები დაწესდა ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია Dialogue-ის წინააღმდეგ, რომელიც შეიქმნა კრემლის ხელისუფლების მიერ და მჭიდროდ დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ასევე, სანქციები დაუწესდა რუსული დიასპორის ინსტიტუტს, სოციალური დიზაინის სააგენტოს და Structura National Technologies, ორ რუსულ IT კომპანიას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics