|
2023-07-28 18:19:54, 1025 ნახვა
საზოგადოება
მამულაშვილი - საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, ქართველი მებრძოლები ჩამოსვლისთანავე რუსეთს გადასცეს
საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს, - ამის შესახებ „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი საკუთარი მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. "ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი თავის მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც ფაქტიურად კონფრონტაციაში არიან, პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ეს უფრო დიდ საშიშროებას გვიქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს. მგონი, ამაზეც არის გათვლილი სწორედ ეს პროვოკაცია, იმიტომ, რომ ეს არის, შემიძლია დავარქვა დაშინების პოლიტიკის ნაწილი რუსეთის... ეს არის იმ მებრძოლთა ნაწილი, ვისი გვარების გარკვევაც შეძლეს საქართველოს მთავრობასთან კოლაბორაციაში. სულ სხვადასხვა დანაყოფებიდან არიან ბიჭები, ქართული ლეგიონის დანაყოფებიდან, ესენი არ არიან ერთი დანაყოფის წევრები. უბრალოდ, ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, სწორედ ის ინფორმაცია არის გადაცემული", - განაცხადა მამულაშვილმა. შეგახსენებთ, რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით, დღეს რუსეთმა "ქართული ლეგიონის" 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო.
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)